დავით დონდუა ტაილანდში იმყოფება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით დონდუა ტაილანდში იმყოფება, სადაც გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UN ESCAP) მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში მონაწილეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ფორუმი ითვალისწინებს 2015-2030 წლებში გაეროს ახალი დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისთვის რეგიონალურ კონსულტაციებს, ასევე, წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ტაილანდის, სხვა მონაწილე ქვეყნებისა და გაეროს წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები