საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ ჯილდო მიიღო

ევროპელ მესაზღვრეთა დღის კონფერენციაზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ FRONTEX – თან (ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა გარე საზღვრებზე თანამშრომლობის მართვის ევროპული სააგენტო) თანამშრომლობისათვის ჯილდო მიიღო.

21 მაისს ევროპელ მესაზღვრეთა დღე მეათედ აღინიშნა, ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად კონფერენციაში საქართველოც მონაწილეობდა. საზეიმო ღონისძიებას პოლონეთის დედაქალაქმა უმასპინძლა.
ღონისძიება საზღვრის მართვის სამომავლო პერსპექტივებზე საუბრით გაიხსნა, განიხილეს FRONTEX -ის ბოლო ათი წლის მიღწევები.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები, ფოტოგამოფენა, მოკლე დოკუმენტური კინო საზღვრის მართვის საკითხებზე, FRONTEX-ის წარმომადგენლების მიერ გაიმართა პრეზენტაციები.
ევროპელ მესაზღვრეთა დღე ყოველწლიურად იმართება და წარმოადგენს მაღალი დონის უნიკალურ ფორუმს, სადაც განიხილება მიგრაციისა და საზღვრის მართვის საკითხები.
მისი მიზანია ევროპელი მესაზღვრეებისთვის გამოცდილების, ღირებულებებისა და პრიორიტეტების გაზიარება; ეს დღე ერთმანეთთან აკავშირებს საზღვრის დაცვის წარმომადგენლებს და აცნობს მათ ტექნოლოგიურ სიახლეებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები