გიორგი ალიბეგაშვილმა და საკრებულოს დეპუტატებმა ბელორუსი სტუმრები მიიღეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენლები: ფრაქციის თავმჯდომარე – რიმა ბერაძე, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე ბელარუსიაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის „წარმატებულ მოხელეთა სკოლა“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

აღნიშნული ორგანიზაცია ბელორუსიაში, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულ მოხელეებს აერთიანებს. ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი კვლევის სფერო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციონირებაა, რის გამოც ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას სტუმრობენ. 40 – მდე ბელორუს სტუმართან შეხვედრა ქალაქის თვითმმართველობის შენობის დათვალიერებით დაიწყო და დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში გაგრძელდა.

საკრებულოს თავმჯდომარე და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები ბელორუს სტუმრებს მიესალმნენ და სიტყვით მიმართეს. ისაუბრეს ქართველი და ბელარუსი ხალხის მეგობრულ ურთიერთობებზე, გააცნეს მათ საკრებულოს მუშაობის სპეციფიკა და თანამშრომლობის პერსპეტივები დასახეს. სტუმრებმა საკრებულოს წარმომადგენლებს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს, რომლებიც როგორც ქვეყანათა შორის ურთიერთობებს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საარჩევნო და საგადასახადო სისტემების ფუნქციონირებას ეხებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში საათზე მეტხანს გაგრძელდა, რომლის დასასრულსაც სტუმრებმა საკრებულოს თავმჯდომარეს და დეპუტატებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები