საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის #18-57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც გულისხმობს თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დედაქალაქის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მომუშავეთა რიცხოვნების მთლიანობაში ერთი საშტატო ერთეულით გაზრდას, რომლის თანახმად თბილისის მერიის საჯარო თანამდებობებში განისაზღვრება მერის მრჩევლის თანამდებობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მერიის წარმომადგენელმა საკრებულოში, ავთო ხარატმა განაცხადა, რომ მერის აპარატში უქმდება ორი მრჩევლის შტატით გათვალისწინებული თანამდებობა, ასევე უქმდება მერის პირველი მოადგილის აპარატში მრჩევლის შტატი და პროექტის შესაბამისად მერიის ადმინისტრაციაში იქნება ხუთი ერთეული მერის მრჩევლის თანამდებობა. მისივე თქმით აღნიშნული ცვლილება ბიუჯეტში არ გამოიწვევს დამატებითი ასიგნების გამოყოფის საჭიროებას, ვინაიდან დაფინანსება შესაძლებელია არსებული ეკონომიის ხარჯზე განხორციელდეს. ამავე სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობების და სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხი, რაზეც სხვადასხვა რაიონის გამგებლებმა დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე დეპუტატებმა რამდენიმე საკითხის დამტკიცებას უყარეს კენჭი, მათ შორის, თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ და უძრავი ქონების უზუფრუქტით და პირაპირი იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემა. ყველა ზემოაღნიშნულ საკითხს დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები