არჩილ ხაბაძეს აჭარის უმაღლეს საბჭოში იბარებენ

აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩილ ხაბაძეს იბარებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე თერთმეტმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

დეპუტატებს შეკითხვები აქვთ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე, ნეპოტიზმსა და ეკომიგრანტების პრობლემებზე. ხაბაძის ანგარიში 18 ივნისისთვის მორიგ პლენარულ სხდომაზე უნდა მოისმინონ.

ინიციატივას მხარი „ქართული ოცნების“ მხოლოდ ორმა დეპუტატმა არ დაუჭირა.

არჩილ ხაბაძეს უმაღლეს საბჭოში გამოცხადება 2 თვის ვადაში შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები