“გავაუმჯობესეთ კანონმდებლობა, შევცვალეთ წინასწარი დაკავების იზოლატორების სტანდარტები”

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშს უსმენენ. უჩა ნანუაშვილის მოხსენებას დეპუტატები და ძალოვანი სტრუქტურის მეორე პირებიც ესწრებიან.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სამინისტროს პარლამენტში წარმოდგენილი აქვს ანგარიში, რომელიც ეხება 2014 წლის რეკომენდაციების შესრულებას.

„ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ანგარიში რეკომენდაციების შესრულებაზე და 2014 წლის შემდეგ მომხდარი პროგრესი აღწერილია უკვე ევროკომისიის შეფასებაშიც, რომელშიც სწორედ რიგის სამიტზე განიხილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი მონაცემების დაცვის კუთხით, ასევე ჩვენ განვაახლეთ და გავაუმჯობესეთ კანონმდებლობა, შევცვალეთ წინასწარი დაკავების იზოლატორების სტანდარტები, გავაუმჯობესეთ ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები