გიორგი გოგაძე: პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებაზე ინტენსიურად მუშაობს

საქართველოს მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე ინტენსიურად მუშაობს, – ამის შესახებ მთავარი პროკურის მოადგილემ გიორგი გოგაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ამ ქვეყნების სიას საგამოძიებო უწყება არ აკონკრეტებს. „იცით დამოკიდებულება ზოგიერთი ქვეყნის ამ საკითხთან მიმართებაში. ჩვენ ამ საკითხზე მუშაობას არც ერთი დღით, არც ერთი წუთით არ შევწყვეტთ და ვაგრძელებთ“, – განაცხადა გიორგი გოგაძემ. ცნობისთვის საქართველოს ექსპრეზიდენტს რიგის სამიტზე ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები