აშშ-ის საელჩო გელათის ეკლესიის რეაბილიტაციას 600 000 აშშ დოლარით დააფინანსებს

 გელათის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სახურავის რეაბილიტაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აფინანსებს.

როგორც საელჩოში აცხადებენ, ამ ეტაპზე, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდიდან გამოყოფილი თანხით, მონასტრის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც სპეციალური, ხელთნაკეთი კრამიტით გადაიხურება. „უნიკალური ხელთნაკეთი კრამიტი, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის დაფინანსებით, გელათის მონასტრისთვის მზადდება. გელათის რესტავრაციისთვის ამ ფონდიდან, საერთო ჯამში, 750 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო. რეაბილიტაციის ფარგლებში, მონასტრის ეკლესიების სახურავები პირვანდელ სახეს მიიღებს და სწორედ ამ კრამიტით გადაიხურება“, – ნათქვამია საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. საელჩოს ვებგვერდზე, აღნიშნულ ინფორმაციას შესაბამისი ფოტოც ერთვის, სადაც აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდია გამოსახული. შეერთებული შტატების საელჩომ „გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის არქიტექტურული რეაბილიტაციის პროექტი“ შარშან წარადგინა. პროექტს „შეერთებული შტატების ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამა“ აფინანსებს.

რეაბილიტაციისთვის 600 000 აშშ დოლარი გამოიყოფა. პროექტს „საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს. „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა, კულტურის სფეროში მომუშავე მოწინავე არასამთავრობო ორგანიზაციაა. რეაბილიტაციის პროექტი ელჩმა ნორლანდმა გამოაცხადა. 2001 წლიდან, შეერთებული შტატების საელჩომ ქართული კულტურის რეაბილიტაციის, დაცვისა და წარმოჩენისათვის თითქმის ერთი მილიონი დოლარი გაიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები