პრობაციის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია, სასწავლო ვიზიტით, ტეხასის შტატში იმყოფება

პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები სმიტის ოლქის პრობაციის ბიუროში ადგილზე გაეცნენ ადგილობრივი პრობაციის სამსახურის მუშაობის სპეციფიკას, პრობაციონერთა რეგისტრაციისა და კონტროლისა მექანიზმებს, მათთან კომუნიკაციის პრაქტიკულ ნიუანსებს, რესოციალიზაციის პროგრამების შინაარსსა და თავისებურებებს.

პრობაციის ეროვნული საააგენტოს ინფორმაციით, დელეგაციის წევრები არასრულწლოვანთა სასამართლო პროცესს დაესწრნენ და გაესაუბრნენ ადგილობრივი სასამართლოსა და პროკურატურის თანამშრომლებს. სასწავლო პროგრამის ფარგლებში, პრობაციის ეროვნული საგენტოს წარმომადგენლებმა მოინახულეს სხვადასხვა რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებები. ვიზიტის განმავლობაში, დელეგაციის წევრები ასევე გაეცნობიან შინაპატიმრობის, ელექტრონული მონიტორინგის და წინასასამართლო ანგარიშების მომზადების პრაქტიკას. სასწავლო ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები