ირაკლი ღარიბაშვილი იტალიელ კოლეგას შეხვდება

რიგაში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის ფარგლებში პრემიერი იტალიელ კოლეგას შეხვდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

მხარეები საქართველო-იტალიის პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, იტალიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტსა და ევროკავშირთან ურთიერთობაზე ისაუბრებენ.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები