ნიდერლანდებში ბიობეტონი გამოიგონეს, რომელსაც ბზარების აღდგენა შეუძლია (ვიდეო)

ნიდერლანდელმა მეცნიერებმა ბეტონი გამოიგონეს, რომელსაც სპეციალური ბაქტერიების მეშვეობით დროის განმავლობაში წარმოქმნილი ბზარების აღდგენა შეუძლია. საქმე ისაა, რომ წლების განმავლობაში ბეტონის კონსტრუქციაში წარმოქმნილ მიკრობზარებში მოხვედრილი წყალი გაყინვის შემდეგ მას ხეთქავს. საბოლოოდ წყალი რკინის არმატურამდე აღწევს და მის კოროზიას იწვევს. ბიობეტონში ჰოლანდიელმა გამომგონებლებმა Bacillus-ის ტიპის ბაქტერიები დაამატეს, რომლებიც აქტიური ვულკანების სიახლოვეს ქვებში ცხოვრობენ.

როდესაც ასეთ ბეტონში წყალი ხვდება, ბაქტერიები იღვიძებენ და წყალში არსებულ მარილს შთანთქავენ, რის შედეგად კალციტს გამოყოფენ. სწორედ ეს ნივთიერება ამოავსებს ბზარებს, რომლებიც ბეტონში წარმოიქმნება. ახალი სახლების გარდა, ეს ტექნოლოგია უკვე აგებული შენობებისა და გზებზე ასფალტის დაგების დროს შეიძლება იყოს გამოყენებული. ამისთვის ბაქტერიებიანი სითხე ბეტონზე უნდა წაუსვათ. ჰოლანდიელი მეცნიერები ამ ტიპის ბეტონის სერიულ გამოშვებას 2015 წლის ბოლოსთვის გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები