ბორჯომსა და ადიგენში უკანონოდ მოქმედი შვიდი სახერხი საამქრო გამოავლინეს

ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, ხე-ტყის გადამამუშავებელი უკანონოდ მოქმედი შვიდი სახერხი საამქრო გამოავლინეს – ამის შესახებ „კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს.
„აღნიშნული საამქროების ტეროტირიაზე ნაპოვნია ასევე, უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორები, რომელთა საერთო ოდენობამ 12 კუბური მეტრი შეადგინა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა შესაბამის ორგანოებში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაცვის შესწავლის მიზნით, განაგრძობს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები