ლია ჯახველაძის ინიციატივით გამწვანების აქცია მოეწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქვემო სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრის, ლია ჯახველაძის ინიციატივით, გამწვანების აქცია მოეწყო.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, 124-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 15 ძირი კვიპაროსის ხე დარგეს.

მოგვიანებით კი დეპუტატი სასწავლო პროცესს გაეცნო და სკოლის მოსწავლეებს გაესაუბრა.

„თითოეულ ნარგავს განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება. ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ  გამწვანებული და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი გვქონდეს”, – განაცხადა ლია ჯახველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები