გარემოს დაცვის მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა

  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა. მინისტრმა ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ გარემოსდაცვით საკითხებზე, სატყეო სექტორში შექმნილ ვითარებაზე, კატასტროფების მართვასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი თანამშრომლობით მოხერხდება არსებული პრობლემების უფრო ეფექტურად გადაჭრა. ზექი ლევენთ გუმრუქჩუ საქართველოში თურქეთის ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები