დავით ნარმანია საკრებულოს 5 მრჩევლის დანიშვნას სთხოვს

თბილსისი მერი დავით ნარმანია საკრებულოს კიდევ 5 მრჩევლის დანიშვნას სთხოვს. მერი მრჩევლების დანიშვნის საჭიროების მიზეზებს ჯერჯერობით არ განმარტავს. ამჟამად არც მრჩევლების კანდიდატების ვინაობა სახელდება. ოპოზიცია „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის პირობებში მერს შტატების გაბერვაში ადანაშაულებს.

„გამომდინარე იქიდან, როგორ აკეთებენ ისინი საქმეს, გაცილებით მეტი მრჩეველი სჭირდება, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აკლიათ კვალიფიკაცია. ამიტომ უნდა დაასაქმოს ისეთი ხალხი, რომელსაც შესწევს უნარი, საქმე გააკეთოს და აქვს გამოცდილება“, – განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა თამარ ცინცაბაძემ. დავით ნარმანიას ამ ეტაპზე ორი მრჩეველი ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები