შსს სტატისტიკას აქვეყნებს: იანვარ-აპრილში საქართველოში დანაშაულმა 12.91%-ით იკლო

შინაგან საქმეთა სამინისტრო აპრილის თვის და იანვარ-აპრილის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სტატისტიკა ასახავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს, რომელიც მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს დანაშაულის სტატისტიკას შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მონაცემებს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით.
უწყების ცნობით, 2015 წლის აპრილის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 2981დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1277 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 42.84%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა – 7.22%.
2015 წლის აპრილის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 1958 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1102 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.28%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა – 8.68%. 2015 წლის იანვარ-აპრილის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 11787 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 6226 დანაშაული.
დანაშაულის გახსნის პროცენტია 52.82%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -12.91%. 2015 წლის იანვარ-აპრილის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 8139 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 5312დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 65.27%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -15.88%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები