გლდანში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში, გლდანში ერთ-ერთ მიკრორაიონში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი პოლიეთილენის პარკით არის გაგუდული.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ვალების გამო თავი მოიკლა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცი აზარტულ თამაშებს თამაშობდა.