ჰაინც ფიშერი: ავსტრიისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა

 

შავი ზღვის რეგიონი არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი, რომელსაც აქვს ერთობლივი ნიშნები ევროკავშირის მიმართ და სწორედ ამ ერთობლიობაზე უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ორიენტირებული – ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტმა ჰაინც ფიშერმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ავსტრიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება, კონკრეტულ სახელმწიფოსთან შეთანხმებაა და არავითარ შემთხვევაში არაა ანტიშეთანხმება, რომელიმე სახელმწმიფოს წინააღმდეგ, რომელიც რომელიმე ქვეყანას თამაშგარე მდგომარეობაში აყენებს.

“გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა დაიწყო ძალიან დაბალ დონეზე, მაგრამ ახლა ნამდვილად გვაქვს პრეტენზია, რომ ყოველწლიურად, სერიოზულად განვავითაროთ ეს ურთიერთობები. ასოცირების შეთანხმებაზე ბატონმა პრეზიდენტმა უკვე ისაუბრა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას. ეს არის გონივრული ღონისძიება. ჩვენი პოზიცია არის ცალსახა, რომ ასეთი ტიპის ასოცირების შეთანხმება აახლოებს სახელმწიფოებს, მათ ეკონომიკას და არამც და არამც არ არის მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. როგორც ჩვენ გვესმის ასოცირების შეთანხმება, მივიღეთ რა მონაწილეობა შესაბამის მოლაპარაკებებში, ეს არის შეთანხმება კონკრეტულ სახელმწიფოსთან და არამც და არამც ანტიშეთანხმება რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც გამორიცხავს, თამაშგარეშე აყენებს რომელიმე სხვა სახელმწიფოს. იმავდროულად, შავი ზღვის რეგიონი არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი, რომელსაც აქვს ერთობლივი ნიშნები, თუმცა ამავდროულად აქვს ერთობლივი ნიშნები ევროკავშირის მიმართ და სწორედ ამ ერთობლიობაზე უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ორიენტირებული. საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ავსტრიისთვის თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით”, – განაცხადა ჰაინც ფიშერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები