ირაკლი ღარიბაშვილი: გურულებს მაქსიმალური ხელშეწყობა გექნებათ

გურიის რეგიონის განვითარება ჩემი პრიორიტეტია, ეს არის უნიკალური მხარე, რომელსაც აქვს უნიკალური რესურსები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩოხატაურში, მშენებარე ხილის გადამამუშავებელ საწარმოში განაცხადა. ამასთან, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, მისი დავალებით, იწყება ნაგვისა და სახანძრო მანქანების შესყიდვა, რომლებითაც რეგიონების ეტაპობრივი მომარაგება მოხდება.
მისვე თქმით, მთავრობა ასევე მუშაობს ბახმაროს სტატუსზე და გურიაში ჩაისა და მოცვის პლანტაციების განვითარებაზე. “ჩემი დავალებით ჩვენ დავამუშავეთ პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენ წელსვე დავიწყებთ შესყიდვას ნაგვის მანქანების, ბუნკერების და სახანძრო მანქანების.ლიზინგით ავიღებთ ამ მანქანებს და ყველა რეგიონს მოვამარაგებთ ეტაპობრივად. ბახმაროზე და სხვადასხვა პროექტების განვითარებაზე ვმუშაობთ, გურიის რეგიონის განვითარება არის ჩემი პრიორიტეტი, იმიტომ, რომ ეს არის უნიკალური მხარე.
მე მინდა აქვე გითხრათ,რომ აქ რამდენიმე ხნის განმავლობაში არ იყო გუბერნატორი დანიშნული და ამიტომ ბოდიში მინდა მოვუხადო გურულებს, განსაკუთრებულად შევარჩიე პატრიოტი კაცი, რომელიც არის ოზურგეთიდან და მიმაჩნია რომ გურიას აქვს უნიკალური რესურსები იმისათვის, რომ განვითარდეს. ჩაის და მოცვის პლანტაციების განვითარება ხდება, ეს არის ძალიან რენტაბელური ბიზნესი. დღეს მე სამ საწარმოს დავათვალიერებ ეს არის ხილის გადამამუშავებელი ქარხანა აქ, ასევე ანასეულში და ასევე ჩაის ფაბრიკას, მაქსიმალური ხელშეწყობა გექნებათ ჩვენგან გურულებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა “გურია ნიუსის“ მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები