თამარ კორძაია: ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია

ვადასტურებ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლებას, რომ ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია – ასე გამოეხმაურა “რესპუბლიკელების“ წევრი თამარ კორძაია ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.
„აქ იმიტომ ვარ, რომ ვადასტურებ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლებას, რომ ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია. დღეს სწორედ ამის დემონსტრირება ხდება“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
დღეს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მრგვალ ბაღთან მდუმარე აქცია გაიმართა. შეკრებას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები