შემზარავი მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება – რა მოხდა რუსთავში
რუსთავში მომხდარი მკვლელობის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. როგორც გარდაცვლილი გოგონას მეზობლები აცხადებენ, ბინიდან კამათის ხმა გამოდიოდა, რასაც ტრაგიკული შემთხვევა მოჰყვა. გოგონას ცხედარი მისმა მეგობარმა ნახა.
შემზარავი შემთხვევა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე დღეს საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა შეყვარებულ გოგონას ყელი გამოჭრა. გოგონა მიყენებული ჭრილობისგან ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია საქმე სსკ 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.