„თუ რომელიმე ქალაქს ჩემ გამო რეპრესიები დაატყდა, ეს გორი იყო“

   ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გორის მერად კენჭისყრის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.
„არასაჯარო, წყნარმა ცხოვრებამ ძალიან ჩამითრია და ძალიან მომეწონა. არ ვაპირებდი პოლიტიკისკენ გახედვას, საჯარო ცხოვრებაში დაბრუნებას, მაგრამ შექმნილმა სიტუაციამ, ინერტულობამ, განსაკუთრებულად სპეციფიკურმა გარემომ და განსაკუთრებით გორში არსებულმა, მაიძულა ეს ნაბიჯი გადამედგა. პოლიტიკოსის პროფესია საკმაოდ უმადური პროფესიაა, თან ახლავს ჭორი, სიბინძურე, ტალახის სროლა და ასე შემდეგ, მაგრამ ერთწლიანი დაკვირვების შედეგად მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე ამ ქალაქის და გორელების მიმართ დავალებული ვარ, რადგან 2003 წელს, როდესაც პარლამენტის წევრად ამირჩიეს, დიდი მანდატი მომცეს. მთელი გასული წლების ბატალიების შედეგად, თუ რომელიმე ქალაქს დაატყდა რეპრესიები და დაატყდა ჩემ გამო, ეს იყო გორი,“ – განაცხადა ოქრუაშვილმა.
მისივე თქმით, გორის არჩევნები მისთვის არის დაახლოებით მესამე ლიგის თამაში და გარკვეული თავის ატკიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები