სახელმწიფო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე მუშაობას იწყებს

 სახელმწიფო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე მუშაობას იწყებს – აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული. პროექტი 20 მილიონი ლარი დაჯდება და სეტყვისაგან მიყენებულ ზარალს 85-95 %-ით შეამცირებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა” ახორციელებს. დღევანდელ ეკონომიკურ საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს რეგიონალური ინტერნეტის განვითარების კონცეფცია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ინტერნეტის გავრცელების ხელშეწყობისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა წარმადგინა, რომელიცმაღალმთიანი რეგიონების სოფლებში თანამგზავრული ინტერნეტწერტილების ფორმირებას, ტურისტულ ადგილებში უფასო WI-FI წერტილების მოწყობას, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში სატელეკომუნიკაციო მაგისტრალების პარალელურ მშენებლობას, რეგიონალური მცირე და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერების სტიმულირებას, არსებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ეფექტურად გამოყენებას, საქართველოს მოსახლეობისათვის მიწოდებული ინტერნეტის ხარისხის კონტროლს გულისხმობს. ეკონომიკური საბჭოს წევრებმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ მოიწონეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები