თამარ სანიკიძე ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 500-მდე სტუდენტს შეხვდა. შეხვედრა ლექცია–დიალოგის ფორმატში წარიმართა და მისი მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება უმაღლესი განათლების მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.
განათლების სამინისტროს ცნობით, თამარ სანიკიძემ აუდიტორიას ყველა ის სიახლე გააცნო, რაც 2013 წლიდან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელდა. მინისტრმა ისაუბრა ისეთ პროექტებზე, როგორიცაა: ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სახელმწიფოს მიერ დაფინანსების პროგრამა; მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დაფინანსების პროგრამა; დოქტორანტურის
საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო-კვლევითი გრანტებით დაფინანსების პროგრამა; ზაფხულისა და ზამთრის სკოლების პროგრამები; ბიბლიოთეკების განვითარების პროგრამა და სხვ. პროექტების გაცნობის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. სტუდენტებმა ყველა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან შეკითხვაზე უშუალოდ მინისტრისგან ამომწურავი პასუხები მოისმინეს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ანალოგიური შეხვედრები დედაქალაქის და რეგიონების სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები