პანკისის ხეობაში სტიქიამ 5 სოფელი დააზარალა

სტიქიამ პანკისის ხეობა დააზარალა. წუხელ ძლიერი წვიმის შედეგად 5 სოფელი – ჯოყოლო, დუისი, ომალო, კუწახტა და ბირკიანი დაზარალდა.
მდინარე ალაზანი ადიდდა და კალაპოტიდან გადავიდა.
არსებული ინფორმაციით, მოშლილია ნაპირსამაგრი გაბიონები და დანგრეულია ხიდი. ადიდებულმა მდინარემ ნათესები სოფელ მატანშიც დააზიანა.
როგორც ახმეტის გამგებელი აცხადებს, სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება, რათა მდინარე თავის კალაპოტს დაუბრუნდეს.
,,დანგრეულია ხიდები, ასევე – ნაპირსამაგი გაბიონები. ზარალი დაითვლება და დაზარალებული მოქალაქეების შესახებ ზუსტი მონაცემები გვექნება“,-განაცხადა ქავთარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები