ხულოში ხანძრის შედეგად 94 წლის ქალბატონი გარდაიცვალა

ხულოს მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის შედეგად 94 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ გორგოძეებში მოხდა. ხანძარი ჩოგაძეების ხის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, სადაც მწოლიარე მოხუცებული ქალბატონი სახლში მარტო იმყოფებოდა.
ხანძრის შესახებ ინფორმაცია 112-ს ჩოგაძეების მეზობელმა შეატყობინა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სახანძრო ბრიგადები დროულად მივიდნენ, თუმცა მოხუცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოხუცი ქალბატონის ოჯახის წევრები სახლიდან საძოვარზე იმყოფებოდნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების თქმით, დაზარალებულ ოჯახს დროებით თავშესაფარში გადაიყვანენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები