ვახტანგ გომელაური ხვალ, საგურამოში პოლიციის ახალ შენობას გახსნის

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ხვალ, საგურამოში პოლიციის ახალ შენობას გახსნის. როგორც “კვირას” შსს-დან აცნობეს, ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარითა არის აღჭურვილი. პოლიციის თანამშრომლებისთვის შენობაში ასევე არის კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი.
ახალ შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე სამსახური განთავსდება: შსს-ს მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს მცხეთის რაიონული სამმართველოს საგურამოს პოლიციის განყოფილება და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფი. ახალი შენობის მშენებლობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები