დავით უსუფაშვილი: საშინელი რამ მოხდა, სიტყვებით გამოხატვა რთულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური და პარლამენტის სხვა წევრები ქობულეთში გარდაცვლილი ბავშვების სამოქალაქო პანაშვიდზე, რუსთავში იმყოფებოდნენ.
პარლამენტის წევრებმა გარდაცვლილი ბავშვების მშობლებს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
“საშინელი ტრაგედიაა, ყველანი შეძრული ვართ ამით, კონკრეტული ზომებია მისაღები, რომ ასეთი სამძიმრები არ იყოს საჭირო. ადამიანის საცხოვრისის უსაფრთხოება ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს. საშინელი რამ მოხდა, სიტყვებით გამოხატვა რთულია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები