NDI ხვალ პოლიტიკურ რეიტინგებს გამოაქვეყნებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო მედიას ხვალ წარუდგენენ აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე “საზოგადოების განწყობა საქართველოში”.
კვლევის პრეზენტაცია გაიმართება სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია”.
NDI- ის ცნობით, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება კვლევის პოლიტიკური ნაწილი, მათ შორის პარტიების მხარდაჭერის მაჩვენებლები და სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის შეფასება. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი – 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4 360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები