„პოზიცია” კვლევას აქვეყნებს: საზოგადოების უმრავლესობა “პანორამა – თბილისის” პროექტს მხარს უჭერს

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გურამ ადამაშვილმა “პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში “პოზიციის“ მიერ ჩატარებული კვლევის – “რას ფიქრობს საზოგადოება პროექტ „პანორამა თბილისის“ განხორციელებაზე“?! შედეგები მედიას გააცნო.

როგორც ადამაშვილმა განაცხადა, გამოკითხულთა უმრავლესობა პროექტს დადებითად აფასებს
მისი თქმით, მიზეზად გამოკითხულები სხვადასხვა ფაქტორს ასახელებენ. მათ შორის იმას, რომ პროექტის განხორციელების შედეგად სამუშაო ადგილები შეიქმნება.
“არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ დაინტერესდა „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებული, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით.
„პოზიციამ“ დედაქალაქის მაცხოვრებლებთან გარკვეული მიმართულებით ჩაატარა გამოკითხვა და როგორც ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციებიდან და საზოგადოების მოსაზრებებიდან ირკვევა, აღნიშნული პროექტი წარმოადგენს დედაქალაქისათვის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას, რადგან არ ზიანდება ძველი თბილისის იერსახე და იგი შენდება ყოფილ ნაგავსაყრელზე. გამოკითხულთა უმრავლესობა პროექტს აფასებს დადებითად, რადგან მისი განხორციელებისას ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ იხარჯება და მასში დროებით თუ მუდმივად დასაქმებული იქნება ათასობით ადამიანი და მათი ოჯახები. როგორც ჩვენი შესწავლის შედეგად დადგინდა, პროექტი ქმნის მრავალფუნქციური კომპლექსის (1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი და 4. ერეკლე II-ს მოედანი) ერთობლიობას. მრავალფუნქციური კომპლექსების საშუალებით თბილისში შესაძლებელი გახდება მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება და მასპინძლობა, რაც დედაქალაქს რეგიონში უფრო დიდ მნიშვნელობას და დატვირთვას შესძენს. როგორც „პოზიციამ“ გაარკვია, პროექტის განხორციელების პროცესში დასაქმდება 2,000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ოთხივე კომპლექსი შექმნის 1,000-ზე მეტ მუდმივ სამუშაო ადგილს. ა/ო „პოზიცია“ თავისივე კვლევების საფუძველზე დადებითად აფასებს პროექტ „პანორამა თბილისის“ მნიშვნელობას და საზოგადოებას მოუწოდებს, მაქსიმალურად დადებითად და აქტიურად ჩაერთონ ამ პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა გურამ ადამაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები