საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო საუზმეზე ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო საუზმეზე ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს უმასპინძლა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს რეგიონში ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების საკითხი და ამ მიმართულებით საქართვერლოს და სხვა ქვეყნების როლი განიხილეს. საუბრისას ყურადღება გაამახვილეს საქართველოს, თურქმენეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის თანამშრომლობის საკითხებზე.

„შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს პოზიტიური როლი აქვს რეგიონში. ასევე აქცენტი გაკეთდა საქართველოს გაწევრიანებაზე ენერგოგაერთიანებაში, ხაზი გაესვა ამ კუთხით მიღწეულ გარკვეულ პროგრესს და მოლაპარაკებების პროცესში მოქნილობის აუცილებლობას, რათა ყველა წესი მაქსიმალურად შეჯერდეს, ყველა შეთანხმება მაქსიმალურად წარიმართოს იმ მიმართულებით, რომ არ დაზარალდეს გარკვეული ტიპის შეთახმებები და მოხდეს საზოგადოების ინტერესის გათვალისწინება. შეხვედრისას მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა საქართველოს პროგრესზე ევროკაშირის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით“,- განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები