ნოდარ ხადური: ეს არის პარლამენტის ექსკლუზიური უფლება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პარლამენტში ლარის კურსთან დაკავშირებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, აღნიშნული საკითხი მხოლოდ პარლამენტის გადასწყვეტია და მას ექსკლუზიური უფლება აქვს.
„ეს არის პარლამენტის ექსკლუზიური უფლება. თქვენ იცით, რომ პარლამენტი არის ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეუძლია ზედამხედველობა გაუწიოს სხვა ორგანოებს. ასე, რომ ამას გადაწყვეტენ თავად პარლამენტის წევრები“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები