თამარ ბერუჩაშვილმა ბრიუსელში გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტში მიიღო მონაწილეობა.
პრეზიდენტის ევროკომისარს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ელმარ ბროკს, ევროპარლამენტში სოციალისტებისა და დემოკრატების ლიდერს ჯანი პიტელას, ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტს რიჩარდ ვებერს შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ასევე ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტერბერგთან. ბრიუსელში ვიზიტის გარფლებში განხილული იქნა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობა და რიგის სამიტზე საქართველოს მოლოდინები. ნატოს გენერალურ მდივანთან საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ერთობლივი საერთაშორისო მისიები იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები