ევროკომისია საქართველოს, უკრაინას და მოლდავეთს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმისთვის 150 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირის კომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის, მოლაპარაკების და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი დარწმუნებულია, რომ საქართველოს, უკრაინას და მოლდავეთს ევროპამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რეალიზაციისთვის ფინანსური დახმარება უნდა აღმოუჩინოს.
„ჩვენ 150 მილიონ ევროს გამოვყოფთ გრანტის სახით და ამან საბოლოოდ 10-ჯერ მეტი ინვესტიციის მოზიდვას უნდა შეუწყოს ხელი – დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობით“, – აღნიშნა კომისარმა. მისი განცხადებით, ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ქვეყნები და ასევე მათი ბიზნესსაზოგადოებები თავისუფალი ვაჭრობის ზონას უფრო მომზადებულები შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები