შსს-ს წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში უფროსკლასელებთან შეხვედრა ჩატარდა, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეები სწავლობენ.
შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები მოსწავლეებს ოჯახში ძალადობის, ადრეულ ასაკში იძულებით ოჯახის შექმნის და არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის საკითხებზე ესაუბრნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ყარაჯალის სკოლის მოსწავლეების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნის სამართლებრივმა ასპექტებმა, რის შესახებაც შსს-ს წარმომადგენელმა მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის მიზანი იყო მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდების ცნობიერების ამაღლება და არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია. 1 მაისიდან დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და მოქალაქეების უფლებების შესახებ, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტი „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ხორციელდება როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების საჯარო სკოლებში, მათ შორის, არაქართულენოვან სკოლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები