ქობულეთში სასტუმროების შემოწმება იწყება

ქობულეთში სასტუმროების შემოწმება იწყება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ უნდა შეისწავლოს, რამდენად დაცულია შენობებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.
მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, პრევენციული ზომების გამკაცრებას ითხოვს სახალხო დამცველიც, რომელიც „არმაზში“ გაჩენილ ხანძარზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას კიდევ ერთი მუხლით ითხოვს.
ომბუდსმენის პოზიციას ხელისუფლებაშიც იზიარებენ. მათ შორისაა პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მეტი კონტროლის აუცილებლობაზე და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე საუბრობს.
სამშენებლო საქმიანობაზე კონტროლს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაც ამკაცრებს.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლაშა თავაძე ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის თანახმად ახორციელებენ.

წყარო: “პირვWელი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები