გია სალუქვაძე: გურიაში საწარმოების გახსნის პროცესი დაწყებულია

ახლა საჭიროა გურიის ადგილობრივმა მოსახლეობამ შვება იგრძნოს. ისინი ფიქრობენ, რომ მათი დასაქმება საწარმოების გახსნის გზით უნდა მოხდეს – ამის შესახებ გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ „მაესტროს ცხრიანში“ განაცხადა.
როგორც გუბერნატორმა დააანონსა, ახლო მომავალში გურიაში 5 ახალი საწარმო გაიხსნება.
„გურიის განვითარების გეგმის პრეზენტაცია 17 მაისს, გურიაში გაიმართება, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი გურიაში ჩამოვა. მთლიანად საქართველოს პრობლემაა: სიღატაკე, გაჭირვება, უმუშევრობა და ა.შ. ახლა საჭიროა გურიის ადგილობრივმა მოსახლეობამ იგრძნოს შვება, ისინი ფიქრობენ, რომ მათი დასაქმება მოხდეს საწარმოების გახსნის გზით. მე უკვე გავეცანი იქ არსებულ პროექტებს, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს. ლიხაურში, დაახლოებით ერთ თვეში გაიხსნება საწარმო, ასევე, გახსნის სტადიაშია ორი საწარმო, „მარტინ ბაუერის“ მონაცვლე „გეოპლანი“ ასევე აპირებს სულ ცოტა ხანში თავისი საწარმოს გახსნას. ჩოხატაურში გაიხსნება საწარმო. ეს პროცესი დაწყებულია“, – განაცხადა გია სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები