“საქართველო ნატოს უახლოვდება, ჩვენ ველით, რომ საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით სვლას“

საქართველო ნატოს უახლოვდება, ჩვენ ველით, რომ საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით სვლას, -ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს შტაბბინაში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“გასულ წელს ჩვენ სამიტზე ინიციატივაში მონაწილეობა შემოგთავაზეთ იმისთვის, რომ გაგეძლიერებინათ შესაძლებლობები პარტნიორებთან ერთად. ჩვენ ასევე ავამოქმედეთ არსებითი პაკეტი იმისთვის, რომ საქართველომ გააძლიეროს თავდაცვითი შესაძლებლობები. ეს ინიციატივები ხორციელდება. ნატოს სამხედროები დაგეხმარებიან თავდაცვის რეფორმების კუთხით. ასევე, წელს ჩვენ ნატო-საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ ბაზას შევქმნით საქართველოში”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები