რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველები მამაკაცს ეძებენ

რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველები მამაკაცს ეძებენ. ცოტა ხნის წინ რუსთავში, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან მამაკაცი მდინარე მტკვარში გადახტა. „კვირას“ ინფორმაციით, მდინარეში მამაკაცი გამვლელმა შენიშნა და მაშველებს შეატყობინა, რის შემდეგაც მალევე სამძებრო სამუშაოები დაიწყო. როგორც “კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის ბრიგადები და მყვინთავები. ამ დროისთვის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ჯერჯერობით მამაკაცის ვინაობა უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები