NDI მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო დღეს მედიას წარუდგენენ აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე: “საზოგადოების განწყობა საქართველოში”. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 27 მარტი – 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC –საქართველო ატარებს. პრეზენტაციაზე მხოლოდ მედიასაშუალებები არიან მიწვეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები