კახეთში მომხდარი ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

კახეთში, სოფელ კოლაგაში მომხდარი ავარიის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცი წუხელ, გვიან ღამით გარდიაცვალა. მთავარი ექიმის ნუკრი ლომინაძის განმარტებით, სამი დაზარალებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. 2 დაშავებული კი, მათ შორის ორსული ქალი, მკურნალობას გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ სოფელ კოლაგში ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა, რასაც ჩვილი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები