ქობულეთში გაჩენილმა ხანძარმა სამი მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა

აჭარაში, კერძოდ კი ქობულეთში გაჩენილმა ხანძარმა 3 მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე, სასტუმრო “არმაზში” მოხდა. უბედური შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას მოხდა, რა დროსაც ბავშვების შენობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.
“ხანძარი სასტუმროში გამთენიისას გაჩნდა, სამწუხაროდ, სამი ბიჭი დაიწვა, ისინი სხვა ბავშვებთან ერთად რუსთავიდან იყვნენ ჩამოსულნი, ანსამბლის წევრები არიან”, – აცხადებს მედიასთან ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე.
დაღუპულები 10-11 წლის ბავშვები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები