გალაკტიონის ხიდის სიახლოვეს ავტოავარიისას ქალბატონი დაშავდა (ფოტოკოლაჟი)
თბილისში, გალაკტიონ ტაბიძის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ ავტოავარია მოხდა. როგორც შემთხვევის ადგილიდან „კვირას“ კორესპონდენტი იტყობინება, ერთმანეთს „ოპელის“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად „ოპელის“ ტაქსიში მჯდომმა 42 წლის ქალბატონმა სხეულის დაზიანება მიიღო. ის ინგოროყვას სახელობის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. „მერსედესი“ ეკუთვნის დაცვის სამსახურს – „გიგანტს“. ადგილზე მობილიზებულნი არიან პოლიციის პატრულის ბრიგადები, რომლებიც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გარემოებებს სწავლობენ. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.