„პროგრეს ბანკი“ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ხვალ საჩუქრის სახით 50 ლარს ჩაურიცხავს
„პროგრეს ბანკი“ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს და ხვალ საჩუქრის სახით, თბილისსა და ბათუმში რეგისტრირებულ ვეტერანებს, საპენსიო ანგარიშზე 50 ლარს ჩაურიცხავს.
ვეტერანებს შეუძლიათ თანხა გამოიყენენ როგორც კომუნალური გადასახადების დასაფარად, ასევე სხვა მიზნობრიობით.
„პროგრეს ბანკის“ მენეჯმენტის ინიციატივით ყოველი წლის მაისში ვეტერანებს ბანკი მსგავსი ტიპის ფინანსურ დახმარებას გაუწევს“, – აცხადებენ „პროგრეს ბანკში“.
ეს სოციალური აქცია წელს პირველად განხორციელდა, თუმცა როგორც ბანკში აცხადებენ, აქციას პერმანენტული ხასიათი მიეცემა.