რეზო ჩხეიძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
რეჟისორი რეზო ჩხეიძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. მანამდე კი სამების საკათედრო ტაძარში რეზო ჩხეიძის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.
სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია, “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ასევე, რეზო ჩხეიძის კოლეგები და საზოგადოების ცნობილი სახეები.
რეზო ჩხეიძე 3 მაისს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.