საქართველოს პრეზიდენტი რეზო ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
გიორგი მარგველაშვილმა ქართველი რეჟისორის ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
„დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ადამიანს, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნის ჰუმანურ იდეალებზე, ქართულ საზოგადოებაზე, და მადლიერებითა და პატივისცემით მივაბარებთ მას ქართულ მიწას. დიდი მადლობა იმ ღვაწლისთვის, რაც ბატონმა რეზომ საქართველოსთვის შეასრულა და იდეალებისათვის, რომლითაც მან არა მარტო ქართველების, არამედ მრავალი სხვადასხვა ერის წარმომადგენლის არაერთი თაობა აღზარდა“, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი სამოქალაქო პანაშვიდზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან, მრჩეველებთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად იმყოფებოდა.