სოზარ სუბარი: თბილისში ახლად აშენებულ ბინებში დევნილებს შეასახლებენ

წელს პირველად ხდება, როდესაც დევნილების შესახლება თბილისში ახლად აშენებულ ბინებში მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
“20 წლის განმავლობაში, არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის დროს არცერთ დევნილს თბილისში არ მიუღია საცხოვრებელი ბინა სახელმწიფოსგან, თუ არ ჩავთვლით იმ შესახლებებს, რომლებიც დევნილობის პირველ თვეებში განხორციელდა და პირველად წელს ხდება, როდესაც დევნილების შესახლება მოხდება თბილისში ახლად აშენებულ ბინებში. ეს არის 598 ბინა, რომლებსაც ჩვენ ვყიდულობთ თბილისის ზღვაზე, “ჰუალინგ ჯგუფის” მიერ აშენებულ კორპუსებში და დაახლოებით, 300 ბინას ვყიდულობთ მენაშენეებისგან, თუმცა მეორე ეტაპი დაახლოებით, ივნისიდან დაწყება და ვფქირობთ, რომ მომავალი წლის ბოლომდე დაახლოებით, კიდევ 600-700 ადამიანი მიიღებს თბილისში ბინებს”, – განაცხადა სუბარმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე 263 000 დევნილია და დაახლოებით, 200 000 ადამიანია, რომლებიც გასულები არიან ქვეყნიდან და ცხოვრობენ სხვადასხვა ქვეყანაში, მათი უმრავლესობა რუსეთში. 85 000 ოჯახიდან 29 000 ადამიანია დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით და მათგან 7000-მა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, ახალი ხელისუფლების პირობებში მიიღო. სუბარმა ასევე განაცხადა, რომ 2016 წლის ბოლომდე დააახლოებით, 6670 ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ სახლს. “263 000 დევნილი გვყავს ამ წუთში საქართველოს ტერიტორიაზე და დაახლოებით, 200 000 ადამიანია, რომლებიც გასულები არიან ქვეყნიდან და ცხოვრობენ სხვადასხვა ქვეყანაში, მათი უმრავლესობა რუსეთში. 85 000 ოჯახიდან 22 წლის განმავლობაში, რაც ისინი დევნილები გახდნენ, მხოლოდ 29 000 ადამიანია დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დანარჩენებს სახელმწიფოსგან არ მიუღიათ საცხოვრებელი, მართალია ისინი დროებით ცხოვრობდნენ ზოგი სახელმწიფოსგან მიღებულ გარკვეულ შენობებში, ზოგიერთი მათ მიერ ნაქირავებ თუ ნაყიდ სახლებში, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დასაკმაყოფილებელია ჯერ კიდევ 2/3. ვგულისხმობ, ეს არის ციფრი, საქართველოში მყოფი დევნილების. ამ 29 000-დან 7000-მა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი მიიღო ბოლო ორიწელიწადნახევრის განმავლობაში, რაც ხელისუფლება შეიცვალა საქართველოში. 2016 წლის ბოლომდე კიდევ დააახლოებით, 6670 ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ სახლს. ეს არის უკვე დაგეგმილი, ან მიმდინარე მშენებლობები და ამაში არ შედის ის გეგმები, რაც შეიძლება დაემატოს”, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები