გიორგი მარგველაშვილი რუსეთს მიმართავს

  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს ეხმაურება და მომხდარს პროვოკაციად აფასებს. პრეზიდენტი რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებს მიმართვს, რომ საქართველო ამ პროვოკაციას არ აჰყვება.
“ეს არის სუვერენული ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა. ასევე, ეს არის დარღვევა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, რომლის ფორმითაც ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან ვმუშაობთ. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი საჰაერო სივრცის, არამედ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევა. რთული ვითარებაა რეგიონში და ჩვენ უაღრესად ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ პროვოკაციას არ წამოვეგოთ. მათ ნაბიჯებს კოორდინირებული მუშაობით ვპასუხობთ და თვალყურს ვადევნებთ, როგორ ვითარდება მოვლენები რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის პროვოკაცია და მინდა ვუთხრა რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებს, რომ ჩვენ ამ პროვოკაციას არ ავყვებით“, – განაცხადა პრეზდიენტმა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა გუშინ საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. სამხედრო ვერტმფრენი სოფლ არბოს თავზე საათზე მეტხანს დაფრინავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები