უბედური შემთხვევა ვარკეთილში – მეეზოვეს ავტომობილი დაეჯახა

 დილის 08:00 საათზე მსუბუქი ავტომობილით მოძრავი მამაკაცი მეეზოვეს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომობილის მძღოლი არ მიმალულა და პოლიციამ ის შემთხვევის ადგილზე დააკავა. მომხდართან დაკავშირებით საქმე სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა. მიმდინარეობს გამოძიება

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები