ვარკეთილში ავტომანქანა ხიდიდან გადავარდა

თბილისში, ვარკეთილის ხიდებთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხიდიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (მუხლი 276. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, 1. ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები